როგორც ცნობილია, გასული წლის შემოდგომაზე „ტვიტერმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა და ავტომატიზებული ანგარიშებისთვის იარლიყები შემოიღო, რათა ავტომატურად მართული ანგარიშები მარტივად ამოსაცნობი ყოფილიყო.
და აი, ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა, ახლა სოციალური ქსელი ახალ ფუნქციას ამატებს, ამიერიდან ბოტის ამოცნობა გაგიმარტივდებათ.
იარლიყები კონკრეტულად დეველოპერების მიერ შექმნილი, Twitter API-თ მოსარგებლე ავტომატიზებული ანგარიშებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სპეციალურ ნიშნულებს იხილავთ როგორც ანგარიშის პროფილზე, ასევე მის სახელს ქვემოთ, სიახლეების ზოლში.