ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელი, „ტვიტერი“ ახალ ფუნქციაზე მუშაობს. მალე მომხმარებლებს საშუალება ექნება მონიშვნის ფუნქცია სხვებს დაბლოკვის გარეშე შეუზღუდონ. თქვენ შეძლებთ წაშალოთ მონიშვნა ნებისმიერი არასასურველი „ტვიტიდან“ და სხვა თქვენს მონიშვნას ვეღარ შეძლებს.
„საუბარი ხან შეიძლება გვინდოდეს, ხან კი ეს უბრალოდ არ გვსურდეს“ – განაცხადა ქსელის დიზაინერმა, დომინიკ კამონზიმ.
ცნობისთვის, აღნიშნული ეს ფუნქცია „ფეისბუქს“ უკვე დიდი ხანია აქვს, „ტვიტერზე“ კი მისაწვდომი არ იყო.