LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტვიტერი” ორი რუსული მედიასაშუალების ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს

107

ტვიტერი” რუსული მედიასაშუალებების “Russia Today”-სა და “Sputnik”-ის ყველა სარეკლამო განცხადებას დაბლოკავს. ამის შესახებ “Business Insider”- ი წერს.

“ტვიტერმა” გადაწყვიტა “Russia Today”-სა და “Sputnik”-ის საკუთრებაში მყოფი პროფილებიდან რეკლამა დაბლოკოს. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

“ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სამუშაოს, რომელიც ჩვენ აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე ჩავატარეთ და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “Russia Today” და “Sputnik”-ი რუსეთის მთავრობის დავალებით არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

განცხადებას რუსეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოხმაურება მოჰყვა. სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთავრობა Twitter-ის გადაწყვეტილებას აუცილებლად უპასუხებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g