„ტვიტერმა“ ილონ მასკს უჩივლა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილმა მილიარდერმა განაცხადა, რომ უარს აცხადებს „ტვიტერის“ 44 მილიარდ აშშ დოლარად შესყიდვაზე.
„ტვიტერი“ მასკს შესყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, რამაც სარჩელის თანახმად, „ტვიტერი“ და მისი ბიზნესი დააზარალა.
„საჯარო სპექტაკლის მოწყობის და შემდეგ გამყიდველთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მასკი აშკარად მიიჩნევს, რომ მას თავისუფლად შეუძლია გადაიფიქროს, გაანადგუროს კომპანია, ჩაშალოს მისი ოპერაციები, გაანადგუროს აქციონერის ღირებულება“, – წერია „ტვიტერის“ სარჩელში.