LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავით მგზავრობის ფასი 42%-ით გაიზარდა

91

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის ნოემბერში 26%-ით გაძვირდა „ბოსტნეულის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტები, 10 %-ით მოიმატა ფასებმა „ხორცსა და ხორცის პროდუქტების“ და „რძე, ყველი და კვერცხის“ ქვეჯგუფის, ხოლო 9 %-ით კი – ხილის ფასებმა, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ნოემბერის „თვის მიმოხილვაში“.

მიმოხილვის თანახმად, 2017 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.1 პროცენტით გაიზარდა.

„თვის მიმოხილვის“ თანახმად, ნოემბერში აღსანიშნავია თვითმფრინავით მგზავრობის ფასის ზრდა 42 პროცენტით. გაიზარდა ასევე დიზელის საწვავის ფასი, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას უკავშირდება. სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, გაძვირდა ზოგიერთი ბოსტნეული და გაიაფდა ციტრუსი.

„წლიურ ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს პროდუქტების, საწვავისა და ავტომობილების გაძვირება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებითა და ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული. ნოემბრის წლიური ინფლაციიდან ამ პროდუქტებზე 2.7 პროცენტული პუნქტი (პ.პ), მოდიოდა. სხვა ერთჯერადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია გაზის გადასახადის მომატება და მნიშვნელოვანწილად ნავთობის გაძვირების გამო თვითმფრინავით მგზავრობის გაძვირება. მათი ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.4 პ.პ-ია. 2.1 პ.პ სურსათის, ხოლო 1.7 პ.პ – დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე მოდიოდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

მიმოხილვის თანამხად, ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით 26 პროცენტით გაძვირდა „ბოსტნეულის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტები. 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა „ხორცსა და ხორცის პროდუქტების“ და „რძე, ყველი და კვერცხის“ ქვეჯგუფის, ხოლო 9 პროცენტით ხილის ფასებმა.

„ფასები ზემოთ აღნიშნულ ქვეჯგუფებში შემავალ პროდუქტებზე გასული წელს ძირითადად მცირდებოდა. ბოსტნეულის საშუალო წლიური დეფლაცია -9.2, ხორცის და ხორცის პროდუქტების -0.5, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის -0.7 პროცენტი იყო. ჯამში სურსათის საშუალო წლიური ინფლაცია კი 1.3 პროცენტს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს ზემოთჩამოთვლილ პროდუქტების საგრძნობი გაძვირება ძირითადად საბაზო ეფექტით შეიძლება აიხსნას“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ნოემბერის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, გასული წლის დასაწყისიდან შაქარზე მსოფლიო ფასების ზრდის გამო შაქრის შემცვლელი პროდუქტები მნიშვნელოვნად ძვირდებოდა და მათი წვლილი საერთო ინფლაციაში მაღალი იყო. მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის კლების პარალელურად მიმდინარე წლის დასაწყისიდან შაქრის ინფლაციას კლების ტენდენცია ჰქონდა და საბოლოოდ ივლისში ამოიწურა. ხოლო ნოემბერში შაქრის ფასის 10 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. შაქრის შემცველ პროდუქტებზე ფასები თითქმის არ შეცვლილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g