რუსმა პილოტმა საქარე მინა დაზიანებული ლაინერი მშვიდობით დასვა. ავიაკომპანია Utair-ის ლაინერი მოსკოვის აეროპორტში დაჯდა და საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
Boeing 737-500 ქალაქ სიქტივკარიდან მოსკოვში მოფრინავდა და დაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტის კაბინაში საქარე მინის გარე ფენა გაიბზარა. პილოტებმა სასწრაფოდ დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღეს და თვითმფრინავი ისე დასვეს, რომ არც მგზავრები და არც ეკიპაჟის წევრები არ დაზარალებულან.
ხოლო, თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი ამას უკვე გამოძიება დაადგენს.
