“თურქიშ ეარლაინსის” ბორტზე დღეს, გოგონა დაიბადა. ბოინგ 737-900 ER გვინეის დედაქალაქ კონაკრიდან სტამბულისკენ ასრულებდა რეისს, როცა ერთ-ერთ მგზავრს სამშობიარო ტკივილები დაეწყო. როცა გოგონა დაიბადა თვითმფრინავი აფრიკის კონტიტენტის თავზე მიფირნავდა.
პილოტმა ბუკრინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში, საგანგებო დაშვება განახორციელა და მგზავრს სრულფასოვანი სამედიცინო
დახმარება გაუწიეს.
როგორც ავიაკომპანიაში ამბობენ, გოგონა სრულიად ჯანმრთელია. ეკიპაჟის წევრებმა, მასთან გადაღებული ფოტოებიც გაავრცელეს:
თამთა უთურგაშვილი