LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა

144
2682767

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთმა რუსულ სამხედრო გემებს შავი ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მოსახლეობა ამას არასდროს დაივიწყებს.

„მადლობა ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს ძლიერი მხარდაჭერისთვის. შავ ზღვის მიმართულებით რუსული სამხედრო გემებისთვის გასასვლელის ჩაკეტვა და წონადი სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინამ თურქეთს თხოვნით მიმართა, რუსეთის სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაეკეტა.