Twitter-მა ძველი ლოგო – ლურჯი ჩიტი დააბრუნა. რამდენიმე დღის წინ უმდიდრესმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა Twitter-ის ტრადიციული ფრინველის ლოგო შიბა ინუს ძაღლით ჩაანაცვლა, რომელიც ასევე კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ლოგოდ გამოიყენება.
მორიგი ცვლილების შესახებ კომპანიაში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. საკითხს არც ილონ მასკი გამოხმაურებია.
Twitter-ის ლოგო ლურჯი ჩიტი სოციალურ ქსელს 2012 წლიდან აქვს.
ილონ მასკმა Twitter-ის ლოგო შეცვალა