ტყიბულში, შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ტყიბულის ერთ-ერთ შახტში დღეს მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
