LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილად იყიდეთ შაქარი, დეფიციტი შეეხება თამბაქოს, გარკვეული პერიოდი მოგვიწევს შესაკეთებელი თამბაქოს მოწევა – აბესაძე

568
oto3

„ტყუილად იყიდეთ შაქარი, ქართული ბაზრის 91% – ს შაქრით ამარაგებს ბრაზილია და აზერბაიჯანი”,-ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს და იქვე დასძენს, რომ შაქარი დახლებზე დიდი ოდენობით დაბრუნდება 15-20%-იანი ფასნამატით.

„რაც შეეხება ზეთს და ფქვილს, აქ ნამდვილად რუსეთი და უკრაინაა მთავარი იმპორტიორი ქვეყნები, თუმცა, არ შეიქმნება მათზე დეფიციტი ვინაიდან WTO – ს წევრი ქვეყანა ვართ (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) და ალტერნატიული ბაზრები იქნება ათვისებული (უპრობლემოდ), აქაც სავარაუდოდ 15-20%-იანი ფასის ზრდა იქნება“, – ამბობს აბესაძე.

შაქრის დეფიციტთან დაკავშირებული სიტუაცია რამდენიმე დღეში გამოსწორდება: “ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის”

ეკონომისტის განმარტებით, დეფიციტი შეეხება თამბაქოს, კონსერვებს და ა.შ რომლის ალტერნატივა საკმაოდ ძვირია (თურქულ-ევროპული ბაზრები).

„გარკვეული პერიოდი მოგვიწევს შესაკეთებელი თამბაქოს მოწევა. ასევე რისკია იმის, რომ გაჩნდეს კონტრაბანდული თამბაქო ბაზარზე”,- განმარტავს ოთო აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g