LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილად ნუ შეიძენთ ბილეთებს – დავით ზალკალიანი ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნაზე

188
zalkaliani

საზოგადოებას უნდა მივმართო, რომ ფუჭია ნებისმიერი მათი მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით  – აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში გააკეთა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს მიიღებენ.

„მათი მოთხოვნები ნულამდეა დაყვანილი, ნუ დახარჯავენ სახსრებს, ტყუილად ნუ შეიძენენ ბილეთებს, რადგან ეს მათ დააზიანებს.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ ვრეაგირებთ თავშეფარის მაძიებელთა რაოდენობის ოდნავ მომატებაზეც კი. გარკვეულ ქვეყნებში არის თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის დინამიკა. ამაზე ჩვენი პარტნიორები გვესაუბრებიან. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, გვქონდეს სწორი სტრატეგია, მათ შორის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც სამთავრობო კომისიის სხდომაზე წარვადგინეთ. მასში გაწერილია მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები, რისი გაკეთებაც აუცილებელია“, – განაცხადა პარლამენტში დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარადგინა. მან ასევე დეპუტატებს ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები