დიზაინერი ანუკი არეშიძე ამბობს, რომ ტყულია ინფორმაცია, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისი“ დატოვა, სადაც დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ანუკი არეშიძე განმარტავს, რომ მისი მშობელი ჩაქვში საქმიანი ვიზიტით იმყოფება და ყველა სხვა კოლეგასთან ერთად აბსოლუტურად ემორჩილება სასტუმროში ახლახანს დაწესებულ ინსტრუქციებს.
„ტყუილია!!!! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით“, – აღნიშნა ანუკი არეშიძემ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Covid-19-ის გამო ჩაკეტილი “დრიმლენდ ოაზისი” 15 წუთით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სიდედრის გამოსაყვანად გახსნეს.
შეგახსენებთ, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სასტუმრო დახურეს დახურულია და იქ ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა.