LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვია სისხლში – გერმანიაში მცხოვრები ქართველი მდგომარეობის გაუარესებას თბილისში ყოფნას უკავშირებს

sisxli

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სოფია ტაბატაზე “ფეისბუქზე” ტყვიაზე შემოწმებული სისხლის ანალიზის ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც თვითონ ამბობს, შემოწმება თბილისში ჩამოსვლამდე და გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ჩაიტარა.

მისივე ინფორმაციით, თბილისში ყოფნის პერიოდში მის სისხლში ტყვია 39,5-დან 43,7-მდე მაჩვენებლამდე გაიზარდა.

სოფია წერს, რომ თბილისში ყოფნის დროს ის მთაწმინდაზე, ზუბალაშვილების ქუჩაზე ცხოვრობდა.

ანალიზების მიხედვით, ის ექიმმა ტოქსიკოლოგთან გაუშვა.

“ტყვია სისიხლში. ორჯერ შევიმოწმე, 7 სექტემბერს და 16 ნოემბერს, ამ შუალედში თვენახევარი თბილისში ვიყავი. ტყვია 39,5-დან 43,7-მდეა მომატებული.

ყველაზე ადეკვატური დაპირება არჩევნების წინ ტყვიის შემცველობის პროდუქტების და ჰაერის შემოწმება იქნებოდა,” – წერს სოფია ტაბატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები