ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინეს. მათ იპოვეს კავშირი ბავშვის ჯანმრთელობასა და ჩასახვის პერიოდს შორის. გამოიკვეთა, რომ დეკემბრის თვეში ჩასახული ბავშვები ბევრად ჯანმრთელები არიან, ვიდრე სხვა პერიოდში, ხოლო ხშირი ავადობის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ ბავშვები, რომლებიც ივნისში არიან ჩასახულები. აღნიშნული კვლევის შედეგები მეცნიერებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს, რომლის სახელწოდებაცაა Аnnual meeting of the American Society for Reproductive Medicine.
კვლევის პროცესში მეცნიერებმა 27 ათასი ბავშვი გამოიკვლიეს, რომლებიც 2004-2009 წლებში არიან დაბადებულები. დასკვნამ აჩვენა, რომ ყველაზე ჯანმრთელები არიან დეკემბერში ჩასახული ბავშვები, ხშირად კი ივნისში ჩასახული პატარები ავადობენ. რაც შეეხება მიზეზებს, ივნისში ადამიანები მეტ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, რაც ორგანიზმს პესტიციდებით წამლავს, რაც საბოლოოდ ცუდად აისახება დედისა და შვილის ჯანმრთელობაზე. როცა ქალბატონი დეკემბრის თვეში ორსულდება, მას მშობიარობა გვიანი ზაფხულის პერიოდში უწევს, შესაბამისად ის იღებს ბევრ D ვიტამინს მზის სხივებისგან. ეს კი თავის მხრივ ხელს უშლის ბევრი პათოლოგიის განვითარებას და ფანტასტიურად მოქმედებს ბავშვის შემდგომ განვითარებაზე.
