“დღეს, როდესაც რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პასუხი ოკუპაციაზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია,” – ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.
პრემიერის თქმით, უახლოეს მომავალში ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით უწყებათაშორისი, კოორდინირებული მუშაობისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთაშორისო სასამართლოს შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, ქვეყნის დეოუკუპაციისთვის ბრძოლაში ახალი ეტაპი უნდა გახდეს.
“უახლოეს მომავალში ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით უწყებათაშორისი, კოორდინირებული მუშაობისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ჩვენ ამ ნაწილში გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც უახლოეს პერიოდში საზოგადოებას გავაცნობთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, ეს ქვეყნის დეოუკუპაციისთვის ბრძოლაში ახალი ეტაპი უნდა გახდეს, ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის, კოორდნირებულ დონეზე დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები დაიწყოს. მოგეხსენებათ, დღეს სხვადასხვა მიმრთულებითა და ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში, ეს არის გლობალური პანდემია და რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში გამოყოფილი იყო პირდაპირ და აშკარა პრიორიტეტები, ეს არის: ქვეყნის დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია, შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეყნის ეკონომიკური, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენაა. დღეს, როდესაც რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
“ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი და საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია. პირველ რიგში, მაზდ ვიყოთ – გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ქვეყნის ნატოში შემდგომ ინტეგრაციზე, რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციაზე და რა თქმა უნდა, პასუხი იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება,” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.