LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის გამო საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

169
480454639_1026498572841711_1252596825450984973_n

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2 ზვავდამცავი გვირაბის გავლით, ხოლო დანარჩენი ზვავდამცავი გვირაბების შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g