LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამრავი აქცია და გათამაშება Retail Group Georgia-სგან

82

მაღაზიები Top shop, Top man, New look, Mark&spencer, GAP და ა.შ. მომხმარებელს აქციებსა და სასაჩუქრე ვაუჩერებს სთავაზობენ. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ბრენდ მარკეტინგის მენეჯერმა თამთა ჭანტურიძემ აღნიშნა, თუ მომხმარებელი 2 ნივთს შეიძენს, ნებისმიერ მესამე ნივთს საჩუქრად მიიღებს. აქცია როგორც ახალ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე, ასევე ძველ კოლექციაზეც ვრცელდება.

”მაღაზიები კლიენტებს ვაუჩერებსაც სთავაზობენ, 150 ლარის შენაძენზე მომხმარებელს საჩუქრად ვაუჩერი გადაეცემა, რომელზეც თანხის დარიცხვა იქნება შესაძლებელი. დარიცხული თანხის ოდენობის ღირებულების ნივთს კი ისინი უსასყიდლოდ მიიღებენ”, – განმარტა თამთა ჭანტურიძემ.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს Top shop-ის გათამაშებაც ემატება, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერი ჯინსის სამოსის შეძენის შემთვევაში, მომხმარებლები Jeans card-ს მიიღებენ, რომლითაც გათამაშებაში მოხვდებიან. გამარჯბვებული Facebook-ის საშუალებით გამოვლინდება და 100 ლარიან სასაჩუქრე ბარათსაც მიიღებს.

Retail Group Georgia-ს მაღაზიები აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრზე, სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლსა” და ალექსანდრე თვალჭრელიძის 2 ნომერში, სავაჭრო ცენტრ ”ისთ ფოინთში” მდებარეობს და ყოველდღე 10:00-დან დან 22:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები