ახლახან ლაშა ბასლანძისა და სალომე ბაკურაძის ვაჟს, სანტის დაბადების დღე ჰქონდა. სალომემ ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა და შვილს ემოციური სიტყვებით მიულოცა:
„მიყვარხარ და გვიყვარხარ, სანტიკო, დე… ყველა შენი სიგიჟით, სილაღით, სასწაული ადამიანობით, ხასიათით, გონებით, იუმორით, სითბოთი, სიკეთით და სიხვანცალით…
უამრავი გეგმა მაქვს შენთან დაკავშირებით, მაგრამ ეგ არაფერია და არც მთავარი არაა, მე რას ვგეგმავ, ან საერთოდ, რა გამოვა ამ გეგმიდან, გარდა იმისა, რომ ბედნიერი მინდა იყო, სრულფასოვნად და ხარისხიანად ბედნიერი, ჯანმრთელი და იღბლიანი… მიყვარხარ გულისხეთქვამდე, დე, ჩემო პატარა ბასლა… უამრავი გულშემატკივარი გყავს და სიკეთით და სიხარულით გეცხოვროს, პირადი ანგელოზებით…“
