ტელეწამყვანი ეკო ფანგანი დაბადების დღეს უჩვეულო გარემოში – ჰაერში, თვითმფრინავში შეხვდა. იუბილარმა ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა მეგობრებთან ერთად დაიწყო და კანში გრძელდება.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, მომენტი მხიარული და ემოციებით სავსე იყო.
დაბადების დღის მილოცვისას ეკომ განსაკუთრებული საჩუქარიც მიიღო.
ტელეწამყვანმა დაბადების დღის ამსახველი კადრები საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა.