უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს, ცეცხლსასროლი იარაღი თავად გაუვარდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმები ამბობენ, რომ დაჭრილი მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილი 13 წლამდე მოზარდია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შემთხვევის ზუსტი მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 116-ე და 236-ე მუხლით დაწყებულია, რაც სიცოცხლის გაუთვალისწინებლობით მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.