LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბედური შემთხვევა სიღნაღში: მამაკაცი ავტომობილთან ერთად დაიწვა

147
10ytudjty

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და შუახნის მამაკაცი მასთან ერთად დაიწვა.

“ფორტუნას” ფაქტი დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g