LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბნები თბილისში, სადაც გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა

900
Aerial view of Tbilsi at dusk. Georgia

თბილისის გარეუბნებში გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 9 %-ით შემცირდა. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც უძრავი ქონების ვებგვერდმა – „სიტყვა და საქმე“ ჩაატარა. კვლევა მოიცავს ივლისის თვის მიმოხილვას.

SS.ge -ს კვლევის თანახმად, გლდანში 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით, გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 20%-ით არის შემცირებული.

ამავე კვლევით, ნაძალადევში 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით 8%-იანი შემცირება ფიქსირდება.

განსხვავებული სიტუაციაა ვარკეთილში. 2019 წლის ივლისში, წინა წლის ამავე თვესთან შედარებით,  ვარკეთილში ბინების ყიდვაზე მოთხოვნის 18%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიმდინარე ტენდენციის საპირისპირო მაჩვენებელია, რის გამოც ის გამონაკლისადაც შეიძლება ჩაითვალოს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები