LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბნებს სპეციალურად კეტავენ იქ, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს, ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში „გაიმარჯვოს“, მაგრამ მთელ საქართველოს ვერ დაკეტავენ“ – პეტრე ცისკარიშვილი

149
პეტრე ცისკარიშვილი

„უბნებს სპეციალურად კეტავენ იქ, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს – ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ ფონს გავიდეს და ამ არჩევნებში „გაიმარჯვოს“, მაგრამ მთელ საქართველოს ვერ დაკეტავენ“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მარნეულში განაცხადა და აღნიშნა, რომ დაკეტილ უბნებზე ოპოზიციის – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ასეულობით ხმა დაიკარგა.

გივი მიქანაძე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი

„ეს არის თავხედურად უბნების გაუქმება გაყალბების ნიშნით იმიტომ, რომ ისინი ბიულეტენებს იღებენ იქ, სადაც აპარატები არ დგას, მაგალითად, ამ სოფელ სადახლოში. ბიულეტენებს ყრიან იმიტომ, რომ იციან „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი უპირატესობით იგებს იმ კონკრეტულ უბანს. აი, ასე კამერების წინაშე აყალბებენ, რომ ის უბანი ჩაიშალოს, გაუქმდეს. ჩვენ ვიყავით დაკეტილ უბანთან, ოპოზიციის – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ასეულობით ხმა დაიკარგა. ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ ფონს გავიდეს და ამ არჩევნებში „გაიმარჯვოს“, მაგრამ მთელ საქართველოს ვერ დაკეტავენ, ვერ გააუქმებენ.

უბნებს სპეციალურად კეტავენ იქ, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს, ცდილობენ, რომ ის უბანი ჩაიშალოს, არის ძალადობა. მათ სუს-ის „ნასეტკები“, „შპანა“ჰყავთ გამოყვანილი იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ ან უბნებზე, არ შეუშვან, სადაც სუსტად არიან, და ბევრგან არის ასეთი შემთხვევები, იქ პირდაპირ სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობენ, რომ გაუქმდეს, ჩაიშალოს [საარჩევნო პროცესი], იმ შენობას ბოქლომი დაედოს. აი, ასეთი არჩევნები გვაქვს ჩვენ დღეს, სამწუხაროდ. ამისთვის საჭიროა, რომ ყველანი გამოვიდეთ და მაგრად დავუდგეთ, დღეს არის საქართველოს გადარჩენის დღე, ისტორიული არჩევნები, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები