LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებრივი იქნებოდა, სააკაშვილი იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – პეტრე ცისკარიშვილი

123
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

„მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი, მას გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა – გამომდინარე აქედან, მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ სააკაშვილის პრემიერად დასახელება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება არ არის.

„ჩემი თანაპარტიელების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, ვინც ამ აზრს იზიარებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას თვითონ გამოაცხადებს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ისეთი დაკვირვება იქნება არჩევნებზე, როგორიც არასდროს ყოფილა“ – ენმ EU-ის ელჩებს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები