ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი გადაღებაზე იმყოფებოდა იმ სახლში, სადაც ხატებს მირონი სდის და ნივთები იწვის.
“ოჯახის დიასახლისი გვეუბნებოდა, რომ რამდენიც ხანძარი ჩნდება ოჯახში, ამას უსწრებს წინ უცნაური მოვლენა, ყვავილების სასწაული სურნელი, შემდეგ საკმევლის სუნი მოდის და ეს არის ნიშანი, რომ ცოტა ხანში სახლის რომელიმე კუთხეში ხანძარი ჩნდება”, – ამბობს ჟურნალისტი გადაცემაში “ღამის პრაიმ-ტაიმი”.
როგორც ჟურნალისტი ჰყვება, ინტერვიუს ჩაწერის დროს თავადაც გახდა უცნაური მოვლენის მომსწრე.
“უცებ სასწაული სუნი მოვიდა აივანზე, ასეთი ყვავილის სურნელი მანამდე არასდროს შემიგრძვნია, ამას მოჰყვა უტკბილესი საკმევლის სუნი და დაახლოებით ნახევარ საათში გაჩნდა ხანძარი. მეორე სართულზე ვწერდით ოჯახის დიასახლისთან ინტერვიუს, სწორედ იმ ოთახში, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და შუა ინტერვიუს ჩაწერის პროცესში, ეზოდან ატყდა განგაში ცეცხლია ცეცხლი და ბუნებრივია ყველა გავიქეცით პირველ სართულზე. იმ ოთახში სადაც ხანძარი გაჩნდა, იყო ჩვენი მძღოლი ოჯახის ერთ წევრთან ერთად”, – ამბობს ყაჯრიშვილი.