LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ სასამართლო დავა მოუგო – მოძრაობის წევრები სასამართლოს „ოლიგარქიული რეჟიმის მსახურებაში“ ადანაშაულებენ

70
უჩა მამაცაშვილი

ორგანიზაციას „ანტიკორუფციულ მოძრაობა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს „ქოლ-ცენტრებთან“ და ელექტროენერგიის იმპორტის საკითხთან კავშირში ადანაშაულებს, უჩა მამაცაშვილმა სასამართლო დავა მოუგო.

მოძრაობის წევრების განცხადებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო თავად მამაცაშვილის ინტერესების დამცველი, ამირან გიგუაშვილი კი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არგუმენტები გაიზიარა და თქვა, რომ ყველა მათი  განცხადება იყო დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და ცილისმწამებლური.

როგორც „ანტიკორუფციულ მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მომჩივანმა, ვასო ურუშაძემ მედიას უთხრა, „დეკლარირებულად შეგვიძლია წავიკითხოთ, რომ საქართველოში სასამართლო კორპუსი არის თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის მსახურებაში.“

„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სახელმწიფო უწყებები ქვეყანაში არ არიან დამოუკიდებლები, არცერთი მოსამართლე ამ ქვეყანაში არ არის თავისუფალი და და ყველანი არიან ჩართული ოლიგარქიული კლანის მსახურებაში“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, დავაში მოპასუხე მხარე ანტიკორუფციული სააგენტო, კერძოდ კი ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა იყვნენ. როგორც გიგუაშვილმა „ფორტუნას“ უთხრა, საკითხი ეხებოდა ცილისწამებას, რომელიც მათი მხრიდან  უჩა მამაცაშვილის მიმართ იყო გავრცელებული და რაზედაც სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი სარჩელი დააკმაყოფილა.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ ყველა განცხადება, რომელიც აღნიშნულმა პიროვნებებმა გააკეთეს, იყო ცილისწამება. მათ ამ ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა და ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5-5 ათასი ლარი დაეკისრათ. ეს გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში შესული არ არის, რადგან მხარეს, ანუ მათ, გასაჩივრების ვადა აქვთ. ეს გახლავთ პირველი ინსტანციის სასამართლო“, – გვითხრა ამირან გიგუაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ დავის შინაარსს, მამაცაშვილის უფლებადამცველის თქმით, მოძრაობის განცხადებები ქოლ-ცენტრების საკითხთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილის კავშირს, ასევე, ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით კავშირს ეხებოდა, რაზედაც „როგორც უკვე გითხარით, სასამართლომ ჩვენი არგუმენტები გაიზიარა, რომ ყველა ეს განცხადება იყო დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და ცილისმწამებლური იყო.“

 

 

magti 5g