LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასო ურუშაძე: “მეტროში ადამიანები ზოლში არ მოძრაობენო, რა მეტროს ზოლში, ჭერი არ აქვს ვარკეთილის მეტროს დღემდე, 4 წელი გავიდა? 1 წელია გოცირიძე ვერ დასრულდა, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს?

217
BeFunky-collage

“თბილისი არის 720 კვადრატული კილომეტრი და ცხოვრობს 1,2 მილიონი ადამიანი. 719 კვადრატული კილომეტრი არის სინგაპური და ცხოვრობს 5,8 მილიონი ადამიანი. სინგაპურში დღეს საცობი არ არის და თბილისში მოძრაობა პარალიზებულია. მთავარი არის სწორი მენეჯმენტი და ორგანიზება,” – ამის შესახებ Hub Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, რა დროსაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

როგორც ურუშაძემ აღნიშნა, თბილისში საგზაო მოძრაობის ორგანიზება არასწორად ხორციელდება.

“ხშირად ხდება ხოლმე მანიპულირება, თითქოს თბილისში რაოდენობრივად ბევრი ავტომობილია, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. საერთაშორისო სტატისტიკით თბილისში ავტომობილების რაოდენობა, საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებთან დაახლოებითაც კი დაბალია.

რეალური გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ არასწორად ხდება საგზაო მოძრაობის ორგანიზება.

დღეს, 21-ე საუკუნეში, განვითარებულ ქალაქებში, საგზაო მოძრაობის ორგანიზება ხდება ე.წ ჭკვიანი შუქნიშნების მეშვეობით.

ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, არსებობს მრავალი სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ხდება სატრანსპორტო ნაკადების მართვა ქალაქში, რომ მეტ-ნაკლებად თავიდან იყოს არიდებული საცობები.

წლების ამის შესახებ ვესაუბრებით თბილისის მერიას, მივმართავთ რეკომენდაციებით, რომ შეიძინონ ე.წ ჭკვიანი შუქნიშნების სისტემა, დანერგონ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკა, რომელიც მართავს ავტომატურ რეჟიმში როგორც შუქნიშნებს, ასევე პირდაპირ მიგვითითებს თუ სად უნდა მოხდეს მოძრაობის ცვლილება.

„სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ფინიში არ არის, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ“– რატომაა საცობების პიკი დედაქალაქში

დღეს თბილისის მერმა თითქოს დაგვაყვედრა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და ამის გამოა ქალაქში საცობები. სინამდვილეში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც კახი კალაძემ დაიწყო, არცერთი არ დასრულებულა კონკრეტულ ვადებში, აღარ ვსაუბრობ შესრულების ხარისხზე და მის ეფექტიანობაზე.

ქეთევან წამებულის გამზირი კახი კალაძემ მაისში გახსნა და თბილისელებს მოგვილოცა, რომ დასრულდა ამ ქუჩის რეაბილიტაცია, თუმცა დღემდე ეს ქუჩა არის გადაკეტილი იმიტომ, რომ უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები. სამწუხაროდ, იგივე ბედი ელის მელიქიშვილის გამზირს.

ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტზე როცა ვსაუბრობთ, მიგვითითებს კახი კალაძე, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა იყოს ალტერნატიული გადაადგილების საშუალება.

ვხედავთ რაც ხდება მეტროსადგურებში და სწორედ კახი კალაძეა ის მერი, რომლის მერობის პერიოდში 1 წელზე მეტია გოცირიძის მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულება ვერ მოხდა.

რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ მეტროს რეაბილიტაცია დაასრულონ?

“ფორტუნას” კითხვაზე, რამდენად გვაქვს იმის რესურსი, რომ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება მოვარგოთ თბილისს, ვასო ურუშაძემ განმარტა:

მარტივ შედარებას მოვიყვან, თბილისი არის 720 კვადრატული კილომეტრი და ცხოვრობს 1,2 მილიონი ადამიანი. 719 კვადრატული კილომეტრი არის სინგაპური და ცხოვრობს 5,8 მილიონი ადამიანი. სინგაპურში დღეს საცობი არ არის და თბილისში მოძრაობა პარალიზებულია.

ანუ მთავარი არის სწორი მენეჯმენტი და ორგანიზება. ასე ერთი ერთში ჩვენ ვერ გადმოვიტანთ  ვერცერთი ქალაქის სატრანსპორტო სისტემას, იქნება ეს ბერლინი, სინგაპური, მადრიდი თუ სხვა, თუმცა შეგვიძლია გარღვევები და მიღწევები ტექნოლოგიურ ნაწილში, ორგანიზების, მენეჯმენტის ნაწილში ავიღოთ და მოვარგოთ თბილისის რელიეფს.

პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ ქალაქში არსებული სატრანსპორტო ნაკადები, რასაც თბილისის მერია დღემდე არ აკეთებს. ჩვენ არ ვიცით რამდენი ადამიანი, რომელი უბნიდან, რა მიმართულებით გადაადგილდება ყოველდღიურად.

დღეს თურმე გვყოლია ასეთი პიროვნება, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, ვინმე წილოსანი, გამოვიდა და გვესაუბრება, რომ მეტროში იმიტომ არის საცობები, რომ ადამიანები ზოლში არ მოძრაობენო, რა მეტროს ზოლში, ჭერი არ აქვს ვარკეთილის მეტროს დღემდე, 4 წელი გავიდა?

5 მილიარდი ლარი დახარჯა კახი კალაძემ, 5 წელია მერია და თუ რამე ეტყობა 5 მილიარდის ქალაქს ეს თბილისელებმა თავად განსაჯონ.

სწორედ ეს არის თბილისელების დაკვეთა, რომ ტრანსპორტი იყოს ეფექტიანი, გადაადგილება იყოს მარტივი და კომფორტული.“ – აღნიშნა ვასო ურუშაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები