LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უჭმელი ბევრჯერ ვყოფილვარ, როდესაც სტუმრები საჩუქრებს მოიტანდნენ, არ გვაძლევდნენ და ვტიროდი” – ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარის წერილი

105
ნინოწმინდა

ნინოწმინდის პანსიონის ერთ-ერთი ბენეფიციარი, იქ არსებულ მდგომარეობაზე წერს. როგორც ბავშვთა სახლის ერთ-ერთი ბინადარი ამბობს, ძალადობის ფაქტები პანსიონში ნამდვილად ხდებოდა და ამის უარყოფა შეუძლებელია, მაშინ როდესაც ამაზე ამდენი ბავშვი საუბრობს.

ბენეფიციარი მ.ქ ასევე ამბობს, რომ ზოგიერთმა სიტუაცია სხვაგვარადაც გამოიყენა, ამის მაგალითად მას ერთ-ერთი ყოფილი ბენეფიციარის ისტორია მოჰყავს, რომელმაც მისი თქმით, ძალადობის შესახებ ვიდეოში ისაუბრა, თუმცა თავადაც აღმზრდელად მუშაობდა პანსიონში და ბავშვებზე ისიც ძალადობდა.

პანსიონის ბინადარი სახალხო დამცველს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ნინო ლომჯარია ბავშვების ინტერესების დამცველია.

“მოგესალმებით ყველას მე ვარ მ.ქ და გამიხარდება, თუ ბოლომდე წაიკითხავთ იმას, თუ რას დავწერ. მე დაბადებიდანვე ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. მეუფემ როგორც საკუთარი შვილი, ისე მიმიღო, მაჭამა და ჩამაცვა, მეფერებოდა და სითბოს მაძლევდა, რომელსაც ნამდვილი ოჯახისგან ვერ ვღებულობდი, მეუფე იყო ჩემი ოჯახი. მაგრამ როცა წამოვიზარდე და ვიყავი ძირითადად ხუთი-ექვსი წლის, მოდიოდა სხვადასხვა სახის ძალადობები აღმზრდელებისგან, რა უნდა დამეშავებინა იმის გარდა, რომ მეხმაურა და როგორ არ მეხმაურა, როცა ტელევიზორსაც არ მირთავდნენ, რა გამეკეთებინა, ისედაც მთელი დღე ლოგინში ვიწექით, ავდგებოდი და რა, ადგომა არ მიხაროდა იმის გამო, რომ ვიცოდი უნდა ვმდგარიყავი მუხლის ჩოქა და ხელში დიდი სკამი მჭეროდა. უჭმელი ბევრჯერ ვყოფილვარ და სულ თითქმის ის შემთხვევა იყო, როდესაც სტუმრები საჩუქრებს მოიტანდნენ, არ გვაძლევდნენ და ვტიროდი ხოლმე.

მე ჩემ თავზე ვილაპარაკებ და არცერთ სხვა ჩემ თანატოლს არ შევეხები და დავაფიქსირებ ჩემ აზრს. პატარა ბავშვს რა უნდა გახარებოდა აღმზრდელისგან – სითბო და სიყვარული, მაგრამ იყვნენ აღმზრდელები, რომლებიც თავს გვევლებოდნენ და ვუყვარდით, ეს კი დიდ სითბოს მგვრიდა. ახლა როდესაც გავრცელდა ჩვენი ლაპარაკი, ყველამ ვიდეოების ჩაწერა დაიწყო და ყველა მხოლოდ კარგს იძახის ორივე მხრიდან, არ უყურებენ არაფერს რა, პირადად ერთ-ერთი ბავშვი, რომელმაც ვიდეო ჩაწერა, იქ გაზრდილი იყო, აღმზრდელად მუშაობა დაიწყო და ასმაგად უარესს გვიკეთებდა.

ყველა ახლა რატომ ამბობთ კარგს და მაშინ რატომ ამბობდით ცუდს, ვიცი, ჩემი თანამოაზრეები ბევრი არიან, მაგრამ მე რომ ეს ყველაფერი ვილაპარაკე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მეუფეს თავის ამხელა გაწეულ ამაგს არ ვუფასებ, პირიქით ვერც ერთი მოხვალთ, დამიდგებით და დამიწყებთ იმის მტკიცებას, რომ მე არ ვუფასებ ამ ადამიანს თავის ამხელა გაწეულ ამაგს ჩვენ მიმართ. პირიქით. მან თავისთვის მოიკლო და მე მომცა. უბრალოდ ძაან მწყინს, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებთ ყველაფერს და კარგის თქმა თუ შეგიძლიათ, იმის გამბედაობა გეყოთ, რომ ცუდი თქვათ, ბევრმა მომწერა ცუდად და რის გამო, არაფრის გამო პირადად ჩემთვის. მაგრამ თქვენ იმის წარმოდგენაც არ გინდათ, როგორ მწყინს თითოეული თქვენი ნათქვამი. მე უშუალოდ აღმზრდელებს შევეხე და რომ იძახით არაფერი ხდებოდა, ამდენი ბავშვი ერთი და იგივეს ვიგონებთ, გიჟები ვართ თუ რა არის. მე ნამდვილად მზად ვარ და ის მიხარია, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან არ ვუყურებ ყველაფერს და ორმაგ თამაშს არ ვთამაშობ. აი, ეს მახარებს.

ჟურნალისტები რომ მწერთ მომეცი ინტერვიუ, ისედაც ყველამ ყველაფერი იცით, ყველა ბავშვს მიაკითხეთ, აი, დავწერე და წაიკითხეთ, ნახეთ. უბრალოდ ისე ცუდად ვარ ამ ყველაფრის შემდეგ, ვერც წარმოიდგენთ, ჩვენზე კი არ ფიქრობთ, იმაზე ფიქრობთ, რომ სიუჟეტს, რომელსაც აკეთებთ მეტი რეიტინგი და ნახვა ქონდეს. მე პირადად მგონია, რომ სულ არ გაინტერესებთ და ნდობას რაც შეეხება, ვისწავლე, რომ არავის უნდა ვენდოთ. ნინო ლომჯარიას კი გვერდში დგომას ვუცხადებ მე პირადად, რადგან ის თითოეული ბავშვის ინტერესებს იცავს, პირად ჩემი აზრია ეს.

ერთს გირჩევთ, ყოველთვის გაუსწორეთ სიმართლეს თვალი, 16 წელი ვიზრდებოდი იქ და ბევრმა ისეთმაც ჩაწერა ვიდეო, ვინც ცუდსაც ამბობდა, მწყინს ის, რომ მე რაც ვილაპარაკე ტყუილი გონიათ ღმერთო…….მაგრამ ყველაფერი, რომ გავიზარდეთ ისე შეიცვალა, რომ რავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხელს გვიწყობდნენ ყველაფერში, მინდა ის გაითვალისწინოთ, რომ იმ აღმზრდელებს, რომლებიც ასე მექცეოდნენ არასდროს დამავიწყდება და მათნაირი დედებს არ ვიცი…….

თქვენ გყავდათ შვილები და ერთხელ მაინც მოგეცათ სითბო, ახლა გამოხვალთ ყველა მართალი, რომ ამას არ აკეთებდით მაგრამ მარტო მე კი არა, ყველა ჩემი ტოლი ამას ამბობს. მე გვერდში გიდგავართ ყველას, ყველა ძაან მიყვარხართ და მიხარია, რომ გამბედავები ხართ და არა ორპირი ადამიანები, ბევრის სახე მაშინ გამოჩნდა, როცა ვიდეოების ჩაწერა დაიწყეს ინტერვიუს არავის მოგცემთ აი წაიკითხეთ, რაც გინდათ ქენით  და რეიტინგის მომტანი სიუჟეტები აკეთეთ. ერთს ვიტყვი კიდევ, ჩემთვის ფასი დაკარგა ზუსტად აი იქ გაზრდილი ბავშვების თანადგომამ, რომლებიც იტყუებიან და ვიდეოში მახინჯ ცრემლებს ყრიან. მეუფეო მიყვარხართ ძააან. მე თქვენს ამხელა შრომას, ამხელა ღვაწლს, ის რაც მე მომეცით სითბო, ყოველთვის დაგიფასებთ. თქვენ რომ არა, შეიძლება არც ვყოფილიყავი. გულით დავწერე ეს ყველაფერი, მიყვარხართ ძააან მეუფეო და რავი ბევრმა მითხრა რა უსირცხვილოდ მოიქეცით და იმდენად უსირცხვილოდ არა, რომ სულ ცუდი მელაპარაკა, ჩამეწერა ვიდეო და მაგარი გოგო გამოვსულიყავი. სიმართლე იზეიმებს, მიყვარხართ ყველა, ჩემ გვერდში ღმერთია და ყველაფერს მას მივანდობ და ეს ტექსტი მიტომ არ დავწერე, რომ მხარდაჭერას ველოდები არამედ იმიტომ, რომ ყელში ამომასხა ყველას ესემესებმა, რომ მე თვითონ ცუდი გავაკეთე და საერთოდ ბევრი რამ. სიმართლე იზეიმებს! მე ვაფასებ აღმზრდელებს შრომას ჩვენ მიმართ და თითოეულ თქვენგანს მადლობა აი რა არის, როდესაც ორივე მხრიდან უყურებ ყველაფერს, მგონი კარგად ჩანს ტექსტში და სიმართლეც ესაა, ყველაზე დიდი სიმართლე რომლის თქმის უნარიც პატარებს უფრო გაგვაჩნია ვიდრე დიდებს. ნახვამდის.”- წერს ნინოწმინდის პანსიონის ბინადარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები