LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩვეულოა, პრეზიდენტი ესწრებოდეს ამ ტიპის კონფერენციას, გადავიწყვიტე მოვსულიყავი – პრეზიდენტი

108
სალომე-ზურაბიშვილი

საკმაოდ უჩვეულოა, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს ამ ტიპის კონფერენციას და მე გადავწყვიტე, რომ აქ მოვსულიყავი და დავსწრებოდი კონფერენციის გახსნას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, დაწრმუნებულია, რომ საქართველოს განვითარება რეგიონების და ამდენად, სოფლის მეურნეობის განვითარებით არის შესაძლებელი.

“ბატონო მინისტრო, ბატონო ელჩებო, დიდი პატივია ჩემთვის, რომ დღეს ვესწრები ამ, მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას. რამეთუ ეს ეხება სოფლის განვითარების დარგს,რომელიც ჩემი ქვეყნისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს არის საფუძველი ჩვენი განვითარების. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დღევანდელ მსოფლიოში რა არის მდგრადი განვითარების პრინციპები და ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა. ეს ნიშნავს, რომ წარსულისგან ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ. დივერსიფიკაცია, რაც იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრე, მაგრამ ამის გარდა, უნდა ვისწავლოთ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა ისე, რომ ხელს არ უშლიდეს გარემოს დაცვას და იყოს ისეთი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაში ჩაერთვება და არსებულ ბაზრებზე მორგებული იქნება. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებია ევროკავშირი, გაერო,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g