LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო ქვეყნის სატვირთო მანქანები ქართული მანდარინის წასაღებად ჩამოდიან

56

ციტრუსის რთველის მიმდინარეობის პარალელურად ციტრუსზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა.

როგორც დანელიამ განმარტა, ამ ეტაპზე უკვე 10 000 ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული. ამას კი ხელი, როგორც მინისტრი ამბობს, გამარტივებულმა ლოჯისტიკამ და შარშანდელთან შედარებით შეღავათიანმა ფასებმა შეუწყო.

”ექსპორტირებული 10 000 ტონამდე მანდარინი. ამას ემატება დაახლოებით ამის 50%-ი, რომელიც მცირე სატრანსპორტო საშაულებებით გადის კერძო პირების მიერ. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ ყველა ნორმის დაცვით მოხდეს, მათ შორის ფიტოსანიტარული კონტროლის და ზედამხევდელობის ქვეშ”- განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, მანდარინზე მოთხოვნა დიდია, შესაბამისად, ფასებიც იმატებს. ”მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფასების კიდევ უფრო ზრდას ელოდება, რაც ნორმალური მოცემულობაა. ასევე გამოჩდნენ ტრაილერები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც უშუალოდ ჩადიან სოფლებში და იქ ეძებენ მანდარინს”,- დასძინა დანელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g