LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელები ქართულ მიწებს ფლობენ, მაგრამ ინვესტიციებს არ დებენ

76

სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის,- ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს. დანელია სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ არარეზიდენტების მიერ, ინვესტიციების განხოციელების კუთხით, დაბალ აქტივობას ასახელებს.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ 45 ათასი ჰექტარია გასხვისებული და რომ არ შემოდის, სწორედ ამიტომ გვჭირდება შიდა ინექციები“, – აღნიშნავს დანელია, თუმცა არ ასახელებს იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობენ და ინვესტიციებს არ დებენ.

როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც ერთ გლეხზე ძალიან 0.24 ჰა მიწა მოდის.

შეგახსენებთ, ქართული მიწა უცხოელებზე აღარ გასხვისდება, შესაბამისი დებულება კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით,უმრავლესობამ, სამთავრობო გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა ერთსულოვნად მიიღეს.

„კონსტიტუციაში გაკეთდება მკაფიო ჩანაწერი, ქართული მიწა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე აღარ გაიყიდება და დარჩება საქართველოს სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების და მათი აგერთიანებების საკუთრებაში,“- განაცხადა გასულ კვირას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გადაწყვეტილება განიხილეს ეკონომიკურ ჭრილშიც და მიწის გასხვისების წვლილი ეკონომიკის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაში არის ძალიან მცირე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g