LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელი დამკვირვებლები საქართველოში ოფისებს ხსნიან – ვინ დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს

116
euto 2

საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ეუთო-ს ოფისმა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს გახსნა. ის ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება. ისინი 1 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდებიან.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დარჩება სახლში და ოპოზიცია ვერ მიიღებს ხმებს, რომელსაც ასე იმედოვნებს - თორნიკე შარაშენიძე

პოლიტოლოგი განმარტავს ეს არ არის საზოგადოების განწყობის საბოლოო ასახვა, ვინაიდან არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი

დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისია ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.

როგორც ცნობილი გახდა, ეუთო გეგმავს წევრი ქვეყნებიდან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელიც ჩამოიყვანოს, რომლებიც საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული, მასში მონაწილეობისთვის კი 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g