LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელი ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

134
123

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და „USAID საქართველოს“ თანამონაწილეობით საქართველოს საერთაშორისო ინფლუენსერები ეწვივნენ.

ტურის მონაწილეები იტალიიდან, კანადიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან – ბრენდინ კელი ლოგანი, მეგან ელიზაბეთ ორურკი, ნიკოლო ლეონე, რაშიდა სასუ და იუსიზ კადჰოდი – ქართული კულტურის, ტურისტული პროდუქტების, ბუნების, კურორტების, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ პოსტებს, ბლოგებს, ვიდეორგოლებსა და სთორებს მოამზადებენ, რომლებსაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში ასიათასობით გამომწერი იხილავს.

ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა უკვე მოინახულეს თბილისი, დაშბაშის კანიონი, ფარავნის ტბა, ფოკა, საღამოს ტბა, ვარძია, ბორჯომი, კახისის ტბა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, წინანდალი, ყვარელი, სტეფანწმინდა, გუდაური და ანანური.

ინფლუენსერებს ღვინის მუზეუმში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა.

პრესტურის მიზანია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g