„უცხოური აგენტების კანონი” მთავრობის ანტი-დემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.
„ამ კანონის ღია მიზანია ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და მედიისთვის ძირის გამოთხრა, სტიგმატიზება და უთანხმოების გამომხატველი ალტერნატიული აზრებისთვის პლატფორმების ჩახშობა.
რაც უფრო უარესია, ეს „უცხოური აგენტების კანონი”, როგორც ჩანს, მთავრობის ანტი-დემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დამატებითი გადაწყვეტილებები და კანონპროექტები ანადგურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ დარჩენილ დამოუკიდებელ ნაწილებს, ბოლომდე მიჰყავთ სასამართლო სისტემის დაპყრობა”, – აცხადებს ჯო უილსონი.