LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნაური „ლუქი“ და კოცნა წითელ ხალიჩაზე – ჯასტინ და ჰეილი ბიბერების გამოჩენა „გრემის“ დაჯილდოებაზე

711
page

როგორც ცნობილია, ლას-ვეგასში  „გრემის“ 64-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წითელი ხალიჩა ტრადიციულად მსოფლიო ვარსკვლავებით იყო გადატვირთული და ბუნებრივია, მათ შორს იყვნენ ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე, ჰეილი ბოლდუინი.

ფოტო/ვიდეო: „გრემი“ 2022 – ის გამარჯვებულები დასახელდნენ 

25 წლის ჰეილი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას „ივ სენ ლორანის“ გრძელი, სადა კაბა ამშვენებდა. აი მის  მეუღლეს კი საკმაოდ უცნაურად ეცვა. 28 წლის ჯასტინი საზოგადოების წინაშე ზედმეტად „ოვერსაიზ“ კოსტიუმში გამოჩნდა, ნაცრისფერი პიჯაკი მის ხელებს სრულად ფარავდა, ფეხზე კი მას მასიური ფეხსაცმელი ეცვა. მის „ლუქს“ ვარდისფერი ქუდი ასრულებდა.

ჯასტინის გამოჩენამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.

„მის ნაცვლად ჰეილის რცხვენია“, „ეს ვარდისფერი ქუდი რატომ“, „რა აცვია, სასაცილოა“, – წერენ კომენტარებით.

ფოტო: ინსულტის ნიშნების შემდეგ ჰეილი ბიბერი პირველად გამოჩნდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები