ლას-ვეგასში, „გრემის“ 64-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მოულოდნელად, დიდ მონიტორზე ვოლოდიმირ ზელენსკი გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიოს მიმართა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. ბევრ მონაწილეს, უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ტანისამოსი ეცვა. ჯონ ლეჯენდმა კი უკრაინის პრეზიდენტის საუბრის დასრულების შემდეგ სიმღერა Free შეასრულა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, ოლივია როდრიგომ გამარჯვება სამ კატეგორიაში მოიპოვა. ის „საუკეთესო ახალბედა ვარსკვლავი“ გახდა, გაიმარჯვა „საუკეთესო პოპ-შესრულებისა“ და „საუკეთესო პოპ ალბომის“ კატეგორიაში.
ჯგუფმა Silk Sonic „წლის ჩანაწერის“, „წლის ალბომისა“ და „წლის საუკეთესო R&B სიმღერის“ კატეგორიაში გაიმარჯვა სიმღერით – Leave The Door Open.
„წლის ალბომის“ კატეგორიაში გამარჯვება ჯონ ბატისტამ მოიპოვა, ნამუშევრისთვის. We Are.
საღამოზე პატივი მიაგეს ჯგუფ Foo Fighters-ის დრამერს, ტეილორ ჰოკინსს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ბილი აილიშს მაისურზე მისი პორტრეტი ეხატა. თავად ჯგუფმა „საუკეთესო როკ სიმღერისა“ და „საუკეთესო როკ ალბომის“ კატეგორიაში გაიმარჯვა, ნამუშევრისთვის Waiting on a War.
გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:
წლის ჩანაწერი
Leave The Door Open – Silk Sonic
წლის სიმღერა
Leave The Door Open – Silk Sonic
წლის ალბომი
We Are – Jon Batiste
საუკეთესო ახალბედა ვარსკვლავი
ოლივია როდრიგო
საუკეთესო პოპ-შესრულება
ოლივია როდრიგო
საუკეთესო პოპ-დუეტი
Kiss Me More – Doja Cat feat. SZA
საუკეთესო ტრადიციული პოპ ალბომი
Love for Sale – Tony Bennett & Lady Gaga
საუკეთესო პოპ-ალბომი
Sour – ოლივია როდრიგო
საუკეთესო რეპ ალბომი
Call Me If You Get Lost – Tyler, the Creator
საუკეთესო რეპ სიმღერა
Jail – Kanye West, Jay-Z
საუკეთესო R&B სიმღერა
Leave The Door Open – Silk Sonic
საუკეთესო R&B ალბომი
Heaux Tales – Jazmine Sullivan
საუკეთესო ქანთრი სიმღერა
Cold – Chris Stapleton
საუკეთესო ქანთრი ალბომი
Starting Over -Chris Stapleton
საუკეთესო როკ შესრულება
Making a Fire – Foo Fighters
საუკეთესო როკ სიმღერა
Waiting on a War – Foo Fighters
საუკეთესო როკ ალბომი
Medicine at Midnight – Foo Fighters