LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულობით გაბედნიერებული კრისი ტაიგენი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

91
page

კრისი ტაიგენი და ჯონ ლეჯენდი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია 36 წლის მოდელმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა და ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც წამოზრდილი მუცლით პოზირებს.

„ჩვენი ოჯახი კვლავ სიხარულით აივსო“ – კრისი ტაიგენი და ჯონ ლეჯენდი ბავშვს ელოდებიან

სასიხარულო ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 36 წლის მოდელი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა, ის დედასთან და შვილებთან ერთად ბელ-აირის ქუჩებში გადაიღეს, ისინი სავახშმოდ მიემართებოდნენ. მოდელს გრძელი, ატმისფერი პიჯაკი და თეთრი პერანგი ამშვენებდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ორი წლის წინ, ორსულობის 24 კვირის ვადაზე კრისი კლინიკაში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს, ახალშობილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. წყვილმა ვაჟს ჯეიკი დაარქვა და ემოციური ფოტოებიც გაავრცელა, სადაც ასახულია, თუ როგორ ემშვიდობებიან ისინი გარდაცვლილ შვილს.

„თავის გარდაცვლილ ბავშვს მიმართავს“ – შვილის დაღუპვის შემდეგ კრისი ტაიგენი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა

„ენით აღუწერელი ტკივილია“ – კრისი ტაიგენს და ჯონ ლეჯენდს შვილი დაეღუპათ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები