LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავის გარდაცვლილ ბავშვს მიმართავს“ – შვილის დაღუპვის შემდეგ კრისი ტაიგენი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა

98
page

გასულ თვეს, 34 წლის მოდელმა, კრისი ტაიგენმა და 41 წლის არტისტმა, ჯონ ლეჯენდმა ბავშვი დაკარგეს. კრისი ორსულების 24-ე კვირაზე კლინიკაში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კრისიმ გაავრცელა და სოციალურ ქსელში სამშობიარო ბლოკში, გარდაცვლილ ახალშობილთან გადაღებული სულისშემძვრელი ფოტოები გაავრცელა.

„ენით აღუწერელი ტკივილია, ეს არის ტკივლი, რომელიც ჩვენ ჯერ არასდროს განგვიცდია “, – დაწერა ტაიგენმა. გარდაცვლილ ვაჟს წყვილმა ჯეკი დაარქვა.

 

ახლახანს კრისიმ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ტრაგედიის შემდეგ კვლავ ძალების აღდგენის პროცესში იმყოფება.

„მე ხშირად არ ვწერ პოსტებს, იმიტომ რომ ღრმა დეპრესიაში ვარ, მაგრამ ნუ ღელავ, მე მეხმარებიან, მალე აღვიდგენ ძალებს და შენთან შესახვედრად მზად ვიქნები, მადლობა, მიყვარხარ“ – წერს ვარსკვლავი.

საზოგადოებამ პოსტის ბოლო ნაწილიდან დასკვნა გამოიტანა რომ კრისი კონკრეტულ პირს მიმართავდა. თუმცა თუ ვის მიმართავდა მოდელი, ჯერჯერობით უცნობია.

„თავის გარდაცვლილ ბავშვს მიმართავს“, – წერენ გამომწერები კომენტარებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები