LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „გრემი“ 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

654
Untitledgffggf

ლას-ვეგასში, „გრემის“ 64-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მოულოდნელად, დიდ მონიტორზე ვოლოდიმირ ზელენსკი გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიოს მიმართა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. ბევრ მონაწილეს, უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ტანისამოსი ეცვა. ჯონ ლეჯენდმა კი უკრაინის პრეზიდენტის საუბრის დასრულების შემდეგ სიმღერა Free შეასრულა.

ვიდეო: „ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად ჯავშანჟილეტები აცვიათ “ – დიდი სიურპრიზი, ვოლოდიმირ ზელენსკი „გრემის“ დაჯილდოებაზე გამოჩნდა 

რაც შეეხება გამარჯვებულებს, ოლივია როდრიგომ გამარჯვება სამ კატეგორიაში მოიპოვა. ის საუკეთესო ახალბედა ვარსკვლავი“ გახდა, გაიმარჯვა „საუკეთესო პოპ-შესრულებისა“ და „საუკეთესო პოპ ალბომის“ კატეგორიაში.

ჯგუფმა Silk Sonic „წლის ჩანაწერის“, „წლის ალბომისა“ და „წლის საუკეთესო R&B  სიმღერის“ კატეგორიაში გაიმარჯვა სიმღერით – Leave The Door Open.

„წლის ალბომის“ კატეგორიაში გამარჯვება ჯონ ბატისტამ მოიპოვა, ნამუშევრისთვის. We Are.

საღამოზე პატივი მიაგეს ჯგუფ Foo Fighters-ის დრამერს, ტეილორ ჰოკინსს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ბილი აილიშს მაისურზე მისი პორტრეტი ეხატა. თავად ჯგუფმა „საუკეთესო როკ სიმღერისა“ და „საუკეთესო როკ ალბომის“ კატეგორიაში გაიმარჯვა, ნამუშევრისთვის Waiting on a War.

განადგურებული დეივ გროლი გარდაცვლილ ტეილორ ჰოკინსის ოჯახს ხვდება – გულისგამგმირავი კადრები და ახალი დეტალები 

გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

წლის ჩანაწერი

Leave The Door Open – Silk Sonic

წლის სიმღერა

Leave The Door Open – Silk Sonic

წლის ალბომი

We Are – Jon Batiste

საუკეთესო ახალბედა ვარსკვლავი

ოლივია როდრიგო

საუკეთესო პოპ-შესრულება

ოლივია როდრიგო

საუკეთესო პოპ-დუეტი

Kiss Me More –  Doja Cat feat. SZA

საუკეთესო ტრადიციული პოპ ალბომი

Love for Sale – Tony Bennett & Lady Gaga

საუკეთესო პოპ-ალბომი

Sour – ოლივია როდრიგო

საუკეთესო რეპ ალბომი

Call Me If You Get Lost – Tyler, the Creator

საუკეთესო რეპ სიმღერა

Jail –  Kanye West, Jay-Z

საუკეთესო R&B  სიმღერა

Leave The Door Open –  Silk Sonic

საუკეთესო R&B ალბომი

Heaux Tales – Jazmine Sullivan

საუკეთესო ქანთრი სიმღერა

Cold – Chris Stapleton

საუკეთესო ქანთრი ალბომი

Starting Over -Chris Stapleton

საუკეთესო როკ შესრულება

Making a Fire – Foo Fighters

საუკეთესო როკ სიმღერა

Waiting on a War – Foo Fighters

საუკეთესო როკ ალბომი

Medicine at Midnight – Foo Fighters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები