LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ფანი მოედანზე შევარდა და თამაშში ჩაერთო (ვიდეო)

24

ინგლისის თასის ერთ-ერთ შეხვედრაში უცნობი ფანი მოედანზე შევარდა და შეეცადა საყვარელ გუნდს ”ბოლტონის” კარში გოლის გატანაში დახმარებოდა.

ინციდენტი 76-ე წუთზე მოხდა. ”ისტლი” 1:0-ს იგებდა, როდესაც ბიჭი მინდორზე გავარდა და ლამის მეკარის საჯარიმომდე მიაღწია, მასპინძელთა შეტევა კი კინაღამ გოლით დასრულდა. არბიტრი მონდომებული გულშემატკივრის გვერდით კი მირბოდა, თუმცა გუნდებს თამაშის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა.

ისტორიულ გამარჯვებამდე ”ისტლის” 3 წუთი დააკლდა. ”ბოლტონმა” 87-ე წუთზე გაათანაბრა, ახლა გუნდებს გადათამაშება ელით.

”ისტლი” მეხუთე დივიზიონში გამოდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები