რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ამ ეტაპზე უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე.
როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.
„საახალწლო ნაძვის ხე ალბათ, ტრადიციულ ადგილას დაიდგმება, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ამ თემაზე საუბარი ძალიან.
შარშან 15 დეკემბერს განათდა თბილისი საახალწლოდ. როგორც კი პასუხი გვექნება ნაძვის ხის ანთებასა და საახალწლო სოფლის გახსნის შესახებ, მაშინვე დავაანონსებთ“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში.