ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ელდარ შენგელაიას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
თეატრის რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„უდიდესი ელდარ შენგელაია წავიდა… მაგრამ სულ იქნება, სანამ იქნება „ცისფერი მთები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“…“, – წერს სანდრო ელოშვილი.
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა