LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდროოდ შეწყვეტილ სიცოცხლეს ამ განათლებული ბიჭის, სწორედ ამგვარი პასუხი სჭირდებოდა და ეს პასუხი სხვა ასობით ადამიანს გაუხსნის გზას წიგნებისკენ…“ – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხეები სოფელ ძევრსა და თბილისში მოეწყობა

269
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანი, გიორგი კეკელიძე

სოფელ ძევრის სკოლის ბიბლიოთეკსა და თბილისში, ილია ვეკუას სახელობის სკოლაში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხეები მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ მწერალი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

„დღეს ეკა კუპატაძეს ვესაუბრე და ასე გადავწყვიტეთ, რომ სოფელ ძევრის სკოლის ბიბლიოთეკსა და თბილისში, ილია ვეკუას სახელობის სკოლაში, გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხეები მოეწყობა.
ადამიანი, რომლის სახელიც ცოდნას უკავშირდებოდა, ამქვეყნად სიცოცხლეს შესაბამის ადგილას გააგრძელებს“, – წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

კეკელიძე ცოციალურ ქსელში წერს, რომ გიგა ავალიანის უდროოდ შეწყვეტილ სიცოცხლეს, სწორედ ამგვარი პასუხი ჭირდებოდა, რაც სხვა ასობით ადამიანს გაუხსნის გზას წიგნებისკენ:

„არ მგონია, ეს რამე საშველი იყოს დედისთვის. დედა ამ ამბავთან ისე მარტოა, როგორც ადამიანი სიკვდილთან. ამის ამბიცია არავის გვაქვს. მაგრამ ის კი გვგონია, რომ უდროოდ შეწყვეტილ სიცოცხლეს ამ განათლებული ბიჭის, სწორედ ამგვარი პასუხი ჭირდებოდა და ეს პასუხი სხვა ასობით ადამიანს გაუხსნის გზას წიგნებისკენ“, – წერს კეკელიძე.

დღეს ეკა კუპატაძე – ს ვესაუბრე და ასე გადავწყვიტეთ, რომ სოფელ ძევრის სკოლის ბიბლიოთეკსა და თბილისში, ილია ვეკუას…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on კვირა, 19 აპრილი, 2026

გიორგი კეკელიძის ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძეც:

„სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის, ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლასა და
სსიპ უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, გაიხსნება გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე. პროექტი ხორციელდება ბატონი გიორგი კეკელიძის ინიციატივით.სიკეთე სინათლეა! ვეკუას სკოლა გიგას მშობლიური სკოლაა, სოფელი ძევრი კი — გიგას მშობლიური სოფელი“, – წერს ეკა კუპატაძე.

💫სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის, ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლასა და სსიპ უშანგი სოფრომაძის…

Posted by ეკა კუპატაძე on კვირა, 19 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g