LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ გულშემატკივრებს ყველა დროის ევრონაკრები შეადგენინა (ვიდეო)

32

კრიშტიანო რონალდო გულშემატკივართა ვერსიით ყველა დროის ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
შედეგები პარიზში საზეიმო ცერემონიაზე გამოაცხადეს.

უეფამ პარიზის მერიასთან და ჰიპ-ჰოპ კულტურის ცენტრთან ერთად სიმბოლური ნაკრები გამოაცხადa. გრაფიტის 11 ოსტატმა კი თითო ფეხბურთელი დახატა.

სრულად სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია);
მცველები: პაოლო მალდინი (იტალია), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია);
ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ანდრეა პირლო (იტალია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი);
თავდამსხმელები: კრიშტინო რონალდო (პორტუგალია), ტიერი ანრი (საფრანგეთი), მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები