დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა ქართული გუნდების მეტოქეების ვინაობა.
თბილისის ”დინამო”, რომელიც ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, პირველ რაუნდში ანდორული “სანტა კოლომასა” და სომხური “ალაშკერტის” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 12/13 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები 19/20 ივლისს შედგება.
რაც შეეხებათ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე ქართულ გუნდებს, ”სამტრედია” პირველ წრეში აზერბაიჯანულ ”გაბალას” დაუპირისპირდება, ”დილას” მეტოქე სომხური ”შირაქი” იქნება, ”ჩიხურა” კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მოლდოვური ”ზიმბრუს” ბარიერის დაძლევას ეცდება.პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.