LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნა

121

უეფას პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გამოუგზავნა. წერილი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

“დღესაც აქტუალურია ის მოგონებები, რომლებიც თბილისში გამართულ დიდი სუპერთასის ღონისძიებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხსაც დიდხანს ემახსოვრება იმ დღის ემოციები. მსგავს წარმატებას სუპერთასის ორგანიზების საქმეში, პირველ რიგში, უნდა ვუმადლოდეთ თანამშრომლობას უეფასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქვეყნის ხელისუფლებასთან, რაც სწორედ თბილისში მოხდა. მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა კვლავაც შენარჩუნდება და მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება იმისათვის, რომ საქართველოში ფეხბურთი წარმატებული იყოს.

ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ერთმანეთს არა მარტო თქვენს ოფისში ან სტადიონზე, არამედ სადილის დროსაც, რომელზეც თქვენ, თქვენი კეთილი ნებით, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს უმასპინძლეთ. მე შევამჩნიე და ეს მახარებს, რომ თქვენ მონდომებული ხართ ხელი შეუწყოთ ფეხბურთის განვითარებას თქვენს ქვეყანაში.

გარდა ამისა, პირისპირ შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც და მე მოხარული ვარ, რომ ამ კუთხითაც მივაღწიეთ ურთიერთგაგებას. მე წინადადება შემოგთავაზეთ ქართული ფეხბურთის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და, როგორც ჩანს, ჩვენი შეთანხმება ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება იყო ყველასთვის.

მჯერა, რომ უეფასა და თქვენი მთავრობის ერთობლივი მხარდაჭერით, ფეხბურთი სწრაფად განვითარდება საქართველოში, სადაც უდავოდ არსებობს ამის დიდი პოტენციალი”, – ნათქვამია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g