საქართველოს პარასკევს მუნდიალის შესარჩევის ბოლო საშინაო მატჩი აქვს. მეტოქე უელსია, რომელსაც მსოფლიოს ტოპ ვარსკვლავი ყავს. კი ყავს, მაგრამ ამ შემთხვევაში რად გინდა.
მადრიდის „რეალისა“ და უელსის ნაკრების ლიდერი გარეთ ბეილი საქართველოსთან და ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ნაკრებს ვერ დაეხმარება. უელსელების სამწვრთნელო შტაბმა 28 წლის შემტევი ტრავმის გამო გუნდის განაცხადში არ შეიყვანა.
ბეილმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-7 ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გამოტოვა, რომელშიც რეალმა 2:0 გაიმარჯვა. როგორც ამბობენ, უელსელს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.
შეგახსენებთ, საქართველო-უელსი 6 ოქტომბერს, დინამო არენაზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.