ქალაქ კარდიფში, უელსში მეხანძრეებმა მთავარი ქუჩა გადაკეტეს, რათა საფრთხეში აღმოჩენილი მტრედი გადაერჩინათ.
ფრინველი ცენტრალური ბანკის სახურავზე სადენებში გაება და თავის დაღწევას ვერ ახერხებდა, სწორედ ამიტომ ბანკის თანამშრომლებმა მაშველებთან დარეკვა გადაწყვიტეს. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტეს და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.
ინციდენტმა 200-მდე გამვლელი დააინტერესა, ხალხი ჩერდებოდა და მტრედს გულშემატკივრობდა. ფრინველის გადარჩენას ნამდვილი ოვაციები მოყვა. სადენებიდან გამოყვანილი მტრედი შეამოწმეს და მხოლოდ მის კარგად ყოფნაში დარწმუნების შემდეგ გაუშვეს.