LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება – მიხეილ ბატიაშვილი

130
cfaa70459db1ff7d0596bd938e0d6851

უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე სამინისტრო უფასო ფაკულტეტების მოდელსა და დაფინანსების საკითხს წარადგენს.

მისივე განცხადებით, უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით, წელს არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

„საუბარია უფასო ფაკულტეტების გადახედვაზე და დაფინანსების საჭიროებისამებრ გადანაწილებაზე. წელს არანაირი ცვლილება არ იგეგმება და არც განხორციელდება ამ მიმართულებით. მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს, რეფორმის დანარჩენ ნაწილთან ერთად, კონკრეტულად წარმოგიდგენთ, როგორ შეიცვლება დაფინანსების მოდელი და უფასო ფაკულტეტების მოდელი. წელს ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. ასევე ვამბობ, რომ უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g